დილიჯანის ეროვნული პარკი
იერსახე
დილიჯანის ეროვნული პარკი
Դիլիջան ազգային պարկ | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
დილიჯანის ეროვნული პარკი
| |
მდებარეობა | ტავუშის პროვინცია |
ქვეყანა | სომხეთი |
კოორდინატები | 40°39′23″ ჩ. გ. 45°01′17″ ა. გ. / 40.65639° ჩ. გ. 45.02139° ა. გ. |
ფართობი | 24 232 |
დაარსდა | 1958 წ. |
დილიჯანის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთში, ტავუშის პროვინციაში. მოქცეულია მდინარე აღსთაფის ზემო დინების აუზში. შეიქმნა 1958 წელს წიფლისა და მუხის ტყეების, ფიჭვისა და ურთხელის კორომებისა და მთის ტბების დაცვის მიზნით როგორც ნაკრძალი. 2002 წლიდან ეროვნული პარკის სტატუსი აქვს. ფართობი 24 232 ჰა. განფენილია ზღვის დონიდან 1070-2300 მ სიმაღლეზე. არის ტბები, მათ შორის პარზი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იზრდება ჭურჭლოვანი მცენარეების 902 სახეობა. მდიდარია აგრეთვე ფაუნა, არის ხოჭოების დაახლოებით 800 სახეობა, აღსანიშნავია გველგესლასებრნი, ხვლიკისნაირნი, ამფიბიები, თევზები და სხვა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დილიჯანის ეროვნული პარკი დაარქივებული 2015-02-04 საიტზე Wayback Machine.
|